სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ვენაში შეხვდნენ იაპონიის, აშშ-ისა და საფრანგეთის დელეგაციებს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, გენერალური მდივნის ჰამლეტ ბათიკიანის ხელმძღვანელობით, 16-17 ივნისს ვენაში მონაწილეობდა ვასენარის შეთანხმების ტექნიკურ გაფართოებულ ბრიფინგში, რომელიც ეხებოდა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის კონტროლსა და სიების განახლების პროცესს.
სომხეთის დელეგაციას ცალკე შეხვედრა ჰქონდა ვასენარის შეთანხმების თავმჯდომარე ქვეყნის, იაპონიის ელჩ კაიფუ აცუშისა და ვასენარის შეთანხმების სამდივნოს ხელმძღვანელ და ელჩ გეორგი მოლნართან. განხილული იქნა ვასენარის შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობისა და მისი გაფართოების შესაძლებლობები.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რომ დელეგაციას ცალკე შეხვედრები ჰქონდა აშშ-ისა და საფრანგეთის პარტნიორებთანაც.
განხილული იქნა საკითხები, რომლებიც უკავშირდებოდა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის კონტროლის სფეროში თანამშრომლობას.