ვაჰან კოსტანიანი შეხვდა თურქ კოლეგას
1 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი ანკარაში შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბერრის ეკინჯის. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ის პლატფორმაზე.
„შეხვედრის დროს მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული საკითხების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
Deputy Minister of Foreign Affairs of #Armenia @VahanKostanyan met with Deputy Minister of Foreign Affairs of #Türkiye Ambassador Berris Ekinci in Ankara.
— MFA of Armenia🇦🇲 (@MFAofArmenia) June 16, 2025
During the meeting they exchanged views on bilateral & regional issues. pic.twitter.com/XZxrDAQJFC