სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჩეხმა კოლეგამ განიხილეს მიმდინარე პროცესები სამხრეთ კავკასიაში
2 წუთი კითხვის

პრაღაში, „გლობსეკის“ კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი შეხვდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, იან მარიანს.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროდან განაცხადეს, რომ მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე. მათ გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი თანამშრომლობის უახლოესი დღის წესრიგის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნეს ეკონომიკური სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა.
საუბრისას მხარეებმა ასევე იმსჯელეს სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, განსაკუთრებით აღნიშნეს ამ მიმართულებით ჩეხეთის მიერ გაწეული მხარდაჭერა. ვაჰან კოსტანიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთს სომხეთი-ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყების მხარდაჭერისთვის, და ამასთან ერთად ხაზი გაუსვა სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის პროცესში არსებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობას.
შეხვედრისას ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩეხ კოლეგას გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხური მხარის პოლიტიკური ნება მეზობლებთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის.