რუბიომ და ლავროვმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგება განიხილეს

2 წუთი კითხვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 1 ივნისს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რუსეთის მხარის თხოვნით. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თემი ბრიუსმა․

საუბრისას რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება - გაგრძელდეს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის შორის, რათა მიღწეულ იქნეს გრძელვადიანი მშვიდობა.

სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინის გარშემო არსებული კრიზისი.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გულწრფელი სამძიმარი გამოხატა 1 ივნისს ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზის ინფრასტრუქტურის აფეთქებების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის შორის მსხვერპლის გამო“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლავროვის თქმით, რუსეთის მხარე ატარებს დეტალურ გამოძიებას და დამნაშავეები აუცილებლად იქნებიან პასუხისმგებელი.

ლავროვმა და რუბიომ ასევე მოახსენეს ერთმანეთს აზრები უკრაინაში მიმდინარე კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების სხვადასხვა ინიციატივებთან დაკავშირებით, მათ შორის 2 ივნისს სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების გეგმებზე.

რუსეთის დელეგაცია 1 ივნისს გაემგზავრა სტამბოლში, რათა მონაწილეობა მიიღოს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე ეტაპში.

ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში, 1 ივნისის ღამეს, ხიდების ჩამონგრევის შედეგად მატარებლები რელსებიდან გადავიდა. ბრიანსკში სამგზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი ნანგრევებში მოყვა. ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა. კურსკის ოლქში ჩამოინგრა ხიდი, რომელზეც სატვირთო მატარებელი გადიოდა – დაშავდნენ მემანქანე და მისი ორი თანაშემწე.

 

 
 

 

 

ქართული English Հայերեն Русский

COP17-ის მწვანე ზონა ფართო საზოგადოებას მრავალშინაარსიანი პლატფორმებითა და ღონისძიებებით წარუდგება

მიღწეულია შეთანხმება მატერიალური რეზერვისა და მზადყოფნის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე: შს მინისტრი გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი 2 წლის ვადით COP17-ის პრეზიდენტად აირჩიეს

ამულსარის საბადოს ექსპლუატაციას გარემოზე ძალიან მცირე ზეგავლენა ექნება: გევორგ პაპოიანი

სომხეთი პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

COP17-ის გახსნის საზეიმო ცერემონია: პირდაპირი

ლეონარდო დიკაპრიომ მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთისა და კოლუმბიის ინიციატივას, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღდგენას ისახავს მიზნად

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე