სომხეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი პარტნიორობის გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ტელეფონით ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ შეიხ აბდალაჰ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ თანამოსაუბრეებმა განიხილეს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და ორმხრივი პარტნიორობის გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯები.
არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა სომხეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი და სომხეთის მიერ შეთავაზებული ხედვა მის რეალიზაციასთან დაკავშირებით։
განიხილეს მომავალი პროგრამებიც.
სომხეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე იმსჯელეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე։ ამ კონტექსტში მინისტრმა მირზოიანმა წარადგინა უახლესი მოვლენები და ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით․