სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში
1 წუთი კითხვის

ლუქსემბურგში დაიწყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
აღსანიშნავია, რომ გაიმართა ოფიციალური მიღების და ერთობლივი ფოტოს გადაღების ცერემონია.