სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა რომის პაპ ლეო XIV-ს მილოცვის წერილი გაუგზავნა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მილოცვის წერილი გაუგზავნა რომის პაპ ლეო XIV-ს რომის წმინდა საყდრის არჩევის გამო. როგორც „არმენპრესი“ ავრცელებს, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში აღნიშნულია:
„თქვენო უწმინდესობავ,
გულთბილად გილოცავთ რომის წმინდა საყდრის პაპად არჩევის გამო.
სრულად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ღვთივსათნო მისია ხელს შეუწყობს მსოფლიოში მშვიდობის, სამართლიანობისა და შემწყნარებლობის დამკვიდრებას.
ვადასტურებ სომხეთის ერთგულებას ისტორიული მტკიცე კავშირების, საერთო ღირებულებებისა და სულიერ-ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის საფუძველზე დაფუძნებული სომხეთი-საწმინდა საყდარს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობებისა და არსებულ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების საქმეში.
სასურველად მივიჩნევ შესაძლებლობას, გისურვოთ მტკიცე ჯანმრთელობა და წარმატებები თქვენს მაღალ და ჰუმანურ მისიაში.
გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო უწმინდესობავ, ჩემი ღრმა პატივისცემის გამოხატულება“.