სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ეწვევა ინდეთს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი 12 მაისს სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ იუწყება სომხეთის უშიშროების საბჭოს ოფისი, სადაც აღნიშნულია, რომ არმენ გრიგორიანი შეხვდება ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს აჯიტ დოვალს.