კაია კალასი მალე ეწვევა სომხეთს
2 წუთი კითხვის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი რომში სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრის დეტალები კაია კალასმა გაავრცელა თავის „X“ მიკრობლოგზე.
„რომში პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან განვიხილე ჩემი დაგეგმილი ვიზიტი სომხეთში. კვლავ დავადასტურე ევროკავშირის ძლიერი მზადყოფნა კავშირების გაღრმავების მიზნით. აზრები გავცვალეთ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე და რეგიონში მშვიდობის დამყარების საკითხებზე“, – დაწერა კალასმა.
In Rome, I discussed my upcoming visit to Armenia with President Vahagn Khachaturyan.
— Kaja Kallas (@kajakallas) April 26, 2025
I reaffirmed the EU’s strong commitment to deepening ties and exchanged views on the situation in South Caucasus, incl efforts towards Armenia-Azerbaijan normalization, and peace in the region pic.twitter.com/vSt3bJlhFG
სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი 26 აპრილს რომში დაესწრნენ რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალს.
კაია კალასი 25 აპრილს ესტუმრა აზერბაიჯანს, სადაც შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს. ევროკავშირის პარლამენტის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტარები მკაცრად გააკრიტიკეს კაია კალასი ბაქოში ვიზიტისა და იქ გაკეთებული განცხადებების გამო.