ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში სომხეთისა და თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში სომხეთის სპეციალური წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ნორმალიზაციის პროცესში თურქეთის სპეციალურ წარმომადგენელს სერდარ ქილიჩს შეხვდა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუბენ რუბინიანმა X-ის მიკრობლოგზე დაწერა.
Had a good discussion on #Armenia-#Turkiye normalization process with @serdarkilic9 in @AntalyaDF. pic.twitter.com/ocqa2z5OKp
— Ruben Rubinyan (@RubenRubinyan) April 11, 2025
„ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებით კარგი განხილვა მქონდა სერდარ ქილიჩთან“, - რუბინიანმა დაწერა.