აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კვლავაც გაავრცელა დეზინფორმაცია

1 წუთი კითხვის

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კვლავაც გაავრცელა დეზინფორმაცია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა 6 აპრილის საღამოდან 7 აპრილის 04:30 საათამდე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს საზღვრის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთებზე განლაგებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, არ შეესაბამება სინამდვილეს․

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროდან და ახსენებენ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატმა აზერბაიჯანს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევებისა და/ან ამასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოსაძიებლად სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმის შექმნა, რაზეც აზერბაიჯანს ამ დრომდე პასუხი არ გაუცია․

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატის პოზიციის შესაბამისად, მზად არის გამოიძიოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების დამადასტურებელი ფაქტები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაეცემა სომხეთის მხარეს․

 

 
 

 

 

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
contact@armenpress.am
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2025 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT