სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა ვიეტნამელ კოლეგასთან შეხვედრაზე სამხედრო-სამრეწველო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

3 წუთი კითხვის

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ჰაკობ არშაკიანმა 4 აპრილს ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარე ჩან კუან ფენსა და ვიეტნამის პარლამენტის დეპუტატებს უმასპინძლა, რომლებიც სომხეთში ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, ჩან თან მანის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან.

როგორც „არმენპრესი“ სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ჰაკობ არშაკიანმა ვიეტნამ-სომხეთის თბილი ურთიერთობები აღნიშნა, რომელიც უწყვეტი განვითარების ტენდენციას ატარებს. მისი შეფასებით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის ვიეტნამში ბოლო ვიზიტი და ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის საპასუხო ვიზიტი სომხეთში დიალოგის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ჰაკობ არშაკიანმა ხაზგასმით აღნიშნა ორი ქვეყნის მრავალმხრივი კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა და ისაუბრა სამხედრო-სამრეწველო და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. მისი შეფასებით, ვიეტნამში გამართულ თავდაცვის საერთაშორისო გამოფენა Defense Expo 2024-ში სომხეთის მონაწილეობა ასევე თანამშრომლობის მაჩვენებელია.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა ასევე მნიშვნელოვანი უწოდა ვიეტნამური კომპანიების მონაწილეობას სომხეთში გამართულ მსგავს ღონისძიებებში.

ჰაკობ არშაკიანის თქმით, უვიზო რეჟიმის დაწესების და საჰაერო კომუნიკაციების შესახებ შეთანხმებების გაფორმება, ასევე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანერგვა, შესაძლოა, საკვანძო მნიშვნელობის იყოს. ფინანსური სექტორში თანამშრომლობის კუთხით კი, მან ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. ეროვნული ასამბლეის  ვიცე-სპიკერმა განათლების სფეროში კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ჰაკობ არშაკიანმა სტუმრებს რეგიონული გამოწვევები, სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობის შეთანხმების ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებები გააცნო და აღნიშნა, რომ სომხური მხარე მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებულ დოკუმენტს.

ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარემ, თავის მხრივ, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას მაღალი შეფასება მისცა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესს მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩან კუან ფენმა ასევე დადებითად შეაფასა სომხეთსა და ვიეტნამს შორის დამყარებული მეგობრული ურთიერთობები და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საპარლამენტთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის დღის წესრიგსაც.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის ეროვნული ასამბლეის სომხეთ-ვიეტნამის მეგობრობის ჯგუფის წევრი არუსიაკ მანავაზიანი და ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა მუდმივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არმენ ხაჩატრიანი.

ქართული English Français Հայերեն

შეიძლება მიღებულ იქნას ერთობლივი გადაწყვეტილება სომხეთის მიმართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ: მთავრობათაშორისი საბჭოს ანგარიში

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს არ უნდა შეუერთდეს

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრა

COP17-ის მწვანე ზონა ფართო საზოგადოებას მრავალშინაარსიანი პლატფორმებითა და ღონისძიებებით წარუდგება

მიღწეულია შეთანხმება მატერიალური რეზერვისა და მზადყოფნის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე: შს მინისტრი გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი 2 წლის ვადით COP17-ის პრეზიდენტად აირჩიეს

ამულსარის საბადოს ექსპლუატაციას გარემოზე ძალიან მცირე ზეგავლენა ექნება: გევორგ პაპოიანი

სომხეთი პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე