საქართველო ისტორიულ ნაბიჯად აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებების დასრულებას

1 წუთი კითხვის

საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების 17 მუხლზე მიღწეული შეთანხმების შესახებ ორ ქვეყანას შორის გაკეთებულ განცხადებებს.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ის მიკრობლოგზე გამოქვეყნდა.

„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების 17 მუხლზე მოლაპარაკებების დასრულებას. ეს ისტორიული ნაბიჯია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებების დასრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალიაც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ეს მართლაც ისტორიული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 13 მარტს განაცხადეს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის ბაქოსთან განიხილოს ხელშეკრულების ხელმოწერის ვადები და ადგილი.

ქართული English Հայերեն

„PROFAL - ხმისიზოლაციაა“: მანქანა ერევნის ქუჩებში მოძრაობს

აშშ-მა პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

გევორგ პაპოიანმა და ამალ აფიფიმ სომხეთსა და ეგვიპტეს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს

სომხეთის თავდაცვის მინისტრი ჩინეთში გაემგზავრა

ჩვენს ხელნაწერებსა და ისტორიაში ცარიელი ფურცლები არ გვქვს: მატენადარანის დირექტორმა ჰიქმეთ ჰაჯიევს უპასუხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მთელი რიგი საკითხები განიხილეს

არ ვდაობ ყარაბაღის კონფლიქტით დაზარალებულ ყოფილ რაიონებში მდიდარ სომხურ კვალზე - გრონო

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები, რომლებიც უნდა განვმარტოთ - ნარეკ კარაპეტიანი

რუბენ რუბინიანმა სომხეთში ესტონეთის ელჩი მიიღო

„სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატი სონა ყაზარიანი ჰაჯიევის განცხადებებს გამოეხმაურა