გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მოუწოდა
2 წუთი კითხვის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ტექსტზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია და ერევანსა და ბაქოს მის ხელმოწერისკენ მოუწოდა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება სამინისტროს X-ის მიკრობლოგში გამოქვეყნდა.
The news that #Armenia and #Azerbaijan have agreed on a #peace agreement is cause for hope. After decades of hostility and war, the fact that lasting peace is now within reach is important for the region and beyond. - @ABaerbock 1/2
— GermanForeignOffice (@GermanyDiplo) March 14, 2025
„სიახლე, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებაზე შეთანხმდნენ, იმედს აძლიერებს. ათწლეულების მტრობისა და ომის შემდეგ, ის ფაქტი, რომ ახლა მდგრადი მშვიდობა ხელმისაწვდომია, მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე მის ფარგლებს გარეთ. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის გაბედული დათმობები ამ პროცესის ბოლო ნაბიჯს შესაძლებელს ხდის, ეს არის გზა, რომელზეც ორივე ქვეყანას გვერდში ვედექით. მოვუწოდებ ორივე მხარეს, ახლა უკვე ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
After long negotiations, Armenia's courageous concessions make this final step on the path possible - a path we have accompanied both countries on. I call on both sides to now sign the peace agreement. - @ABaerbock 2/2
— GermanForeignOffice (@GermanyDiplo) March 14, 2025