ტრამპმა რუსეთიდან „ძლიერი სიგნალები“ მიიღო მშვიდობის მზადყოფნის შესახებ
1 წუთი კითხვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „შეუჩერებლად მუშაობს“ იმისთვის, რომ დასრულდეს რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, რომელმაც „მილიონობით უკრაინელისა და რუსის სიცოცხლე იმსხვერპლა“, იტყობინება „არმენპრესი“.
კონგრესში გამოსვლისას, თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვიდან მიიღო სიგნალები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მზადყოფნის შესახებ.
„რუსეთთან სერიოზული მოლაპარაკებები გვქონდა და მათგან ძლიერ სიგნალებს ვიღებთ, რომ ისინი მშვიდობისთვის მზად არიან. განა ეს არ იქნებოდა შესანიშნავი? თუ გინდა ომების დასრულება, მაშინ ორივე მხარეს უნდა ელაპარაკო“, – განაცხადა ტრამპმა.
კონგრესში გამოსვლისას, ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისგან, წერილი მიიღო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გარშემო მოლაპარაკებების წარმართვის მზადყოფნის შესახებ.