აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობები პოზიტიურია და პარტნიორულია: სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე
1 წუთი კითხვის

სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პარტნიორულ დონეზეა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი ურთიერთობები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან პოზიტიურია. ჩვენ მათთან ვმუშაობთ, პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – აღნიშნა სიმონიანმა.
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი არასოდეს მოქცეულა განსაკუთრებული დამოკიდებულებით რომელიმე ამერიკული პარტიის მიმართ.
„ჩვენ არასდროს გვქონია განსხვავებული მიდგომა დემოკრატიულ ან რესპუბლიკურ პარტიებთან დაკავშირებით. ჩვენ ბალანსს არანაირად არ ვარღვევთ“, – დასძინა მან.