ვაშინგტონში სომხეთის პრემიერ-მინისტრის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა
1 წუთი კითხვის

ვაშინგტონში, თეთრ სახლში, გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსთან.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში აცხადებენ.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული დღის წესრიგის საკითხები.