სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა სომხეთში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კრისტინა ქვინი მიიღო.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სომხეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
მხარეებმა აზრი გაცვალეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ორმხრივად ხაზი გაუსვეს სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის მნიშვნელობას.