დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ოფიციალურად დაიკავა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის თანამდებობა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ფიცი დადო, რომ ერთგული იქნება აშშ-ის კონსტიტუციის და ხალხის სამსახურში იქნება.
კაპიტოლიუმში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა, 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა, 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ტრამპის მთავარი კონკურენტი კამალა ჰარისი, სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები, საერთაშორისო დელეგაციები და ათასობით ამერიკელი. სტუმრებს შორის იყვნენ ასევე SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი, Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი მეუღლე ლორენ სანჩესი და სხვები.