სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 20-24 იანვარს გაიმართება.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩინეთის ვიცე-პრემიერი დინ სუესიანი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, ისრაელის პრეზიდენტი იცახაკ ჰერცოგი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სხვა ქვეყნების ლიდერები. ასევე, ფორუმს ვიდეოკავშირის საშუალებით შეუერთდება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.