სომხეთის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა საკუთარ პრიორიტეტულ ეტაპს აღწევს։ ნიკოლ ფაშინიანი

3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარმოებული დაბალანსებული და დაბალანსებისკენ მიმართული საგარეო პოლიტიკა საკუთარ პრიორიტეტულ ეტაპს აღწევს. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ჩვენი ურთიერთობები უფრო კონკრეტული გახდა, ვიდრე ოდესმე. ეს ურთიერთობები დაფუძნებულია ბუნებრივ ინტერესებზე, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველს წარმოადგენს და ურთიერთობების სტაბილურობის გარანტიაა.

საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ტრაექტორიაზე იმყოფება და განვითარების ახალი პერსპექტივებისა და პოტენციალის გახსნას უზრუნველყოფს.

თურქეთთან ურთიერთგაგების ხელშესახები საფუძველი ჩამოყალიბდა.

აზერბაიჯანთან ურთიერთობებში არსებულ ყველა საკითხზე სომხეთის რესპუბლიკამ შემოთავაზა კონსტრუქციული გადაწყვეტილებები. არამხოლოდ წინადადებები გაკეთდა, არამედ რეალური გადაწყვეტილებები იქნა შეთავაზებული. ამ კონტექსტში რეგიონში ესკალაციის გამოწვევის ყველა მცდელობა ლეგიტიმაციის გარეშეა და საფუძველს მოკლებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ესკალაციის გამოწვევა ვერ მოხერხდება.

რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობები უფრო პრაქტიკული გახდა, ვიდრე ოდესმე, კონრეტულ საკითხებზე ემოციების გარეშე კონცენტრირებით. ჩვენ მიზნად ვისახავთ ამ ურთიერთობების განვითარებას ორმხრივი სარგებლისა და სუვერენიტეტის საფუძველზე.

საფრანგეთთან ჩვენი მეგობრობა გაძლიერდა და განვითარდა.

ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე, რაც ბრიუსელშიც ფიქსირდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა იწყება.

ინდოეთთან ჩვენი ურთიერთობებმა ახალი წონა და მნიშვნელობა შეიძინა.

ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და ღრმავდება.

ახლო აღმოსავლეთში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნა“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიციონირება ქმნის მყარ საფუძვლებს სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის უზრუნველყოფის დღის წესრიგის წარმატებით განსახორციელებლად, რაც დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომდევნო ეტაპებზე განხორციელდება.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სომხეთში საფრანგეთის საელჩოს ეწვია

სომხური წარმოების თევზის პროდუქტების ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის პროცესი

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეროს გენერალური მდივნის სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში მოადგილეს შეხვდა

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სომხეთში ევროკავშირის პარტნიორობის მისიის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი მიიღო

„TRIPP“-ის განვითარების კომპანიაში აშშ-ს 74%, ხოლო სომხეთს 26% წილი ექნება - სომხეთის მთავრობამ შეთანხმების რატიფიცირების პროექტს მხარი დაუჭირა

„ვიწყებთ TRIPP-ის გარშემო სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირების პროცესს“ - საგარეო საქმეთა მინისტრი

ურუგვაის სენატორთა პალატაში ერევანში გასამართ COP17-სადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

აშშ-ში სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობები განიხილეს

ფონდ „Tripp+“-ს კონსტანტინ სოკოლოვი უხელმძღვანელებს