ვაშინგტონში, 14 იანვარს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხელს მოაწერენ სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ღონისძიება გაიმართება ერევნის დროით 22:00 საათზე და გაშუქდება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პლატფორმებზე“, - აღნიშნავს უწყება.
ხელმოწერის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის YouTube არხზე.