ერევანი, 18 ოქტომბერი, არმენპრესი. სტამბულში გამართული „3+3“ საკონსულტაციო პლატფორმის შეხვედრის ფარგლებში, 18 ოქტომბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაქან ფიდანს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები და დიალოგის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების სრულად მოწესრიგებას.
მინისტრმა მირზოიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა მიღწეული შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობა.
შეხვედრის დროს ასევე გაიმართა აზრთა გაცვლა რეგიონული მოვლენების შესახებ.