ერევანი, 16 სექტემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება.
„არმენპრესსთან“ საუბარში ეს ინფორმაცია დაადასტურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა.
„პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაემგზავრება“, - აღნიშნა ბაღდასარიანმა და დასძინა, რომ ვიზიტის დეტალები მალე ოფიციალურად გამოცხადდება.
მანამდე ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.