პოლიტიკური

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ერევანი, 2 სექტემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 2 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

როგორც „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს, ხაზი გაესვა მაღალი დონის დელეგაციებს შორის პერიოდული კონტაქტების ეფექტიანობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიესალმა სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში და სრულ მხარდაჭერას გამოხატა ამ პროცესის მიმართ.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და და გადასცა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მისალმებები.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვეს რეგიონში ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას.

აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის დამყარების მცდელობების მხარდაჭერა.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818
contact@armenpress.am
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2024 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT