პოლიტიკური

სიუნიქი განსაკუთრებულია თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობითა და როლით: კანადის ელჩი სომხეთში ეწვია სიუნიქის ოლქს

2 წუთი კითხვის

სიუნიქი განსაკუთრებულია თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობითა და როლით: კანადის ელჩი სომხეთში ეწვია სიუნიქის ოლქს

ერევანი, 16 აგვისტო, არმენპრესი. 15 აგვისტოს სიუნიქის გუბერნატორმა რობერტ ღუკასიანმა მიიღო სომხეთში კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ენდრიუ ტერნერი.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სიუნიქის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომ გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა მაღალი რანგის დიპლომატს სიუნიქში ვიზიტისთვის და მიულოცა სომხეთში კანადის საელჩოს გახსნა, ასევე ბატონ ტერნერს სომხეთში პირველი ელჩის დანიშვნის გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, გუბერნატორი ღუკასიანი დარწმუნებულია, რომ საელჩოს გახსნით, ორი მეგობრული ქვეყნის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გაიხსნება.

„ელჩის პირველი ვიზიტი სიუნიქში გაცნობითი ხასიათისაა, და მან გუბერნატორ ღუკასიანს დაუსვა რიგი კითხვები რეგიონთან დაკავშირებით. გუბერნატორმა სტუმარს გააცნო სიუნიქის ეკონომიკური სტრუქტურა, ზოგადი უსაფრთხოების მდგომარეობა, განვითარების შესაძლებლობები და ა.შ.“, - აღნიშნულია გუბერნატორის ადმინისტრაცის გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრისას ენდრიუ ტერნერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დედაქალაქის გარეთ, ასევე სომხეთის რეგიონების გაცნობა და მათთან თანამშრომლობა, ხოლო სიუნიქი გამორჩეულია თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობითა და როლით.

ელჩმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, მუშაობა კანადელ ინვესტორებსა და სიუნიქის ბიზნესმენებს შორის პარტნიორული კავშირების გასავითარებლად.

„განხილული იყო შემდგომი შესაძლო თანამშრომლობის სხვა სფეროებიც, რომლებზეც ორმხრივი მუშაობა გაგრძელდება.

სომხეთში კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გუბერნატორ რობერტ ღუკასიანის თანხლებით ეწვია ასევე კაპანის აეროპორტს, გაეცნო მის საქმიანობას და ესტუმრა კაპანის ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც“, - აღნიშნულია გუბერნატორის გავრცელებულ განცხადებაში. 

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818
contact@armenpress.am
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2024 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT