სომხეთში კანადის ელჩი კაპანში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს შეხვდა
1 წუთი კითხვის

ერევანი, 16 აგვისტო, არმენპრესი, სომხეთის რესპუბლიკაში კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ენდრიუ ტერნერი, სიუნიქის ოლქში ვიზიტის ფარგლებში, კაპანში შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს.
„არმენპრესის“ ცნობით, მის შესახებ სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის X-ის მიკრობლოგში გაკეთებულ პოსტშია აღნიშნული.
„სომხეთის რესპუბლიკაში კანადის ელჩი ენდრიუ ტერნერი კაპანში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდს შეხვდა. მისიის წარმომადგენლებმა მოკლედ წარუდგინეს სომხეთში კანადის საელჩოს სტუმრებს ევროკავშირის მისიის ადგილზე მიმდინარე საქმიანობა“, - აღნიშნულია პოსტში.
In Kapan, @AndrewTurnerCAN met EUMA team who briefed @CanadaArmenia @CanadaArmenie guests on the Mission’s work on the ground. pic.twitter.com/0QiYlrpcDW
— European Union Mission in Armenia (@EUmARMENIA) August 16, 2024