კოტაიქის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა: წინასწარი მონაცემებით არის 2 მსხვერპლია
1 წუთი კითხვის

ერევანი, 19 ივლისი, არმენპრესი. კოტაიქის რეგიონალური სამაშველო სამსახურის კრიზისული მართვის ცენტრს 19 ივლისს, დილის 09:30 საათზე, შევიდა შეტყობინება, რომ ეღვარდის ქალაქის მიმდებარედ, „ლჭერ“ ტერიტორიასთან, თვითმფრინავი ჩამოვარდა და, სავარაუდოდ, დაღუპულია ადამიანები. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ადგილზე გაემგზავრნენ შსს რეგიონალური სამაშველო სამსახურის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო რაზმიდან ერთი საბრძოლო განაყოფი, სპეციალური სამაშველო სამუშაოების ცენტრის მაშველთა და კრიზისული მართვის ეროვნული ცენტრის ოპერატიული ჯგუფები.
წინასწარი მონაცემებით, ჩამოვარდა ან-2 თვითმფრინავი, არის 2 მსხვერპლი.
ადგილზე მუშაობას კოორდინაციას უწევს შსს-ს სამაშველო სამსახურის დირექტორი-შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, სამაშველო პოლკოვნიკი იეგორ კარაპეტიანი.