ოფიციალური

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი

4 წუთი კითხვის

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი

ერევანი, 10 ივნისი, არმენპრესი. რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს.

„ამ შესაძლებლობას ვიყენებ, რათა პირველ რიგში მივულოცო თქვენ და ძვირფას ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ორმხრივი დღის წესრიგის კიდევ უფრო გაფართოებასა და ახალი ჰორიზონტების დაპყრობას. ჩვენი ურთიერთობები მისაბაძია იმ მხრივაც, რომ აჩვენებს, თუ როგორ უნდა ურთიერთობდნენ ერთმანეთთან მეზობელი ქვეყნები. დღესაც ვხედავთ, თუ როგორ აღადგენენ ჩვენი ქართველი მეგობრები და პარტნიორები ჩვენთან ერთად ტავუშის და ლორის ოლქებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ რკინიგზას. ჩვენი ურთიერთობები სწორედ ასეთი პატარა დეტალებით ფორმირდება და იგივე გზით აგრძელებს განვითარებას.

მეგობრულიკავშირები წლიდან წლამდე უფრო მტკიცდება და მიხარია, რომ ამ წლის იანვრიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ უკვე სახელმწიფო დონეზე ჩვენს ურთიერთობებს ახალი დონე მივაღწიეთ და ამ ლოგიკის შესაბამისად გაგრძელდება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში”, - განაცხადა პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა.

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისა და მილოცვისთვის: „როგორც აღნიშნეთ, ჩვენს ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, საუკუნეების ისტორია აქვს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ეს ძმობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია, როდესაც იანვარში ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ სომხეთსა და საქართველოს შორის.

ასევე მინდა ჩემი მთავრობის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ 4 ივნისს გაეროს გენერალურ ასამბლეაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების შესახებ რეზოლუციისთვის მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ხაზგასმული იყო სომხეთში და საქართველოში სერგეი ფარაჯანოვისა და შარლ აზნავურის საიუბილეო ღონისძიებების მნიშვნელობა.

ორივე მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტული ვიზიტების უწყვეტი ზრდა. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ უმაღლეს დონეზე პერიოდულ ვიზიტებს.

აზრთა გაცვლა მოხდა სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის დელიმიტაციის პროცესის ნორმალიზაციის მნიშვნელობის შესახებ. ამ კონტექსტში აღინიშნა რეგიონში სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისაკენ გადადგმული ნაბიჯების ხელშეწყობის აუცილებლობა, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ უფლებებსა და პრინციპებზე.

განყოფილება

ადგილი

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818

contact@armenpress.am

fbtelegramyoutubexinstagramtiktokspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2024 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT