მჰერ გრიგორიანმა და ლუის ბონომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს
1 წუთი კითხვის

ერევანი, 23 მაისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლი, ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე ლუი ბონო.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი და ხაზი გაუსვეს მისი გაგრძელების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.