სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი მიიღო

1 წუთი კითხვის

ერევანი, 30 აპრილი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო დელეგაცია ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის გენერალური დირექტორის გერტ იან კოპმანის ხელმძღვანელობით.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა ბატონი კოპმანის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების უწყვეტი განვითარების მნიშვნელობას. ამასთან დაკავშირებით, ნიკოლ ფაშინიანმა საკვანძოდ მიიჩნია 5 აპრილს ბრიუსელში გამართული სომხეთ-ევროკავშირი-აშშ-ის მაღალი დონის შეხვედრა და ხაზი გაუსვა მიღწეული შეთანხმებების ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობას.

გერტ იან კოპმანმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მზადაა, მჭიდრო თანამშრომლობით, წვლილი შეიტანოს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტების განხორციელებაში, ჩვენი ქვეყნის მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერების მიზნით. ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებისმოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები დინამიურად განვითარდება და გაფართოვდება.

მხარეებმა სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

ქართული العربية English Español Français Հայերեն Русский Türkçe 中文

ნიკოლ ფაშინიანმა ჰესენის მშვიდობის პრიზის მინიჭება დიდ პატივად შეაფასა

სომხეთისა და თურქეთის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა მაუწყებლობის სფეროში არსებული ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰესენის მშვიდობის პრიზი მიენიჭა

სომხეთი დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შეხვედრის ეპიცენტრია։ სომხეთში საფრანგეთის ახალი ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ

სურენ პაპიკიანმა და სამხედრო-სამრეწველო მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებმა პეკინში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

რუბენ რუბინიანმა და პეტრ პირუნჩიკმა სომხეთ-ჩეხეთის ურთიერთობები განიხილეს

TRIPP-ისგან სარგებელს რეგიონის ყველა ქვეყანა მიიღებს - ფაშინიანი

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება - ფაშინიანი

ჩვენ არასდროს დაგვიყენებია განხილვის თემაზე სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის საკითხი - ფაშინიანი

ალენ სიმონიანი და ედმონდო ჩირიელი სომხეთსა და იტალიას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ