ერევანი, 18 მარტი, არმენპრესი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ნურტლეუ ჩავიდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ნურთლეუს შეხვედრა დაიწყო, რის შემდეგაც მინისტრები პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.