ერევანი, 5 მარტი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ჩავიდა.
„არმენპრესის“ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს კაიროს საერთაშორისო აეროპორტში ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა მადბული დახვდა. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე ორი ქვეყნის ჰიმნები გაისმა, შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა დელეგაციის წევრებს მიესალმნენ.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი პირისპირ შეხვედრას გამართავს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფატაჰ ალ-სისისთან, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ეგვიპტის პრემიერ მინისტრ მუსტაფა მადბულისთან, არაბული სახელმწიფოების ლიგის გენერალურ მდივანთან აჰმედ აბდულ ყეიტთან, კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, ალექსანდრიის პაპი და წმინდა მარკოზის საყდრის პატრიარქ თავადროს II-თან და ალ-აზჰარის უმაღლესი იმამი, შეიხი აჰმედ მუჰამედ ალ-ტალიბთან.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ეგვიპტის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციას ეწვევა, სადაც ეგვიპტელ ბიზნესმენებს შეხვდება.