ერევანი, 20 თებერვალი, არმენპრესი. ბრაზილიაში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები სომხეთის რესპუბლიკისა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.
როგორც „არმენპრესი“ იწუყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, სომხეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი, ბრაზილიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი მარია ლაურა და როშა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა სომხეთ-ბრაზილიის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების, სამართლებრივი სახელშეკრულებო ველის გაფართოების, სავაჭრო-ეკონომიკური და საპარლამენტთაშორისო კავშირების შემდგომი განვითარების მზადყოფნას.
საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთქმედებას და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციების მნიშვნელობას.
საუბარი ასევ შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო და ეკონომიკურ პროგრამებს დაკავშირებულ საკითხებს, ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვჰანისიანმა წარმოადგინა სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“.
მინისტრის მოადგილემ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული ნაბიჯები გააცნო.
გაიმართა აზრთა გაცვლა საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა საკითხებზე.