ერევანი, 9 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მილოცვა გაუგზავნა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა თავის X მიკრობლოგში დაწერა.
„ირაკლი კობახიძე, გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ სომხეთის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებსგაფართოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.