ერევანი, 24 იანვარი, არმენპრესი. სომხეთის მთავრობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავს. „არმენპრესის“ ცნობით, საკითხი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომის დღის წესრიგშია შესული.
„შემოთავაზებული სამართლებრივი აქტი მიზნად ისახავს 2023 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი „სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის სომხეთში ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირებას“, - ნათქვამია პროექტში.
სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებას ხელი 2023 წლის ნოემბერში მოეწერა. შეთანხმებას სომხეთის მხრიდან მოაწერეს ხელი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვჰანისიანმა და ევროკავშირის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩმა ვასილის მარაგოსმა. ელჩმა მარაგოსმა განაცხადა, რომ სტატუსის შეთანხმება ძირითადად იურიდიულ საკითხებს ეხება.