ერევანი, 9 იანვარი, არმენპრესი. სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის იანვრის ბოლოს ჩატარების შესახებ.
„არმენპრესის“ცნობით, ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„არსებობს შეთანხმება იანვრის ბოლოს დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის ჩატარების შესახებ, ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა გაიმართება“,- განაცხადა არმენ გრიგორიანმა.