ერევანი, 8 იანვარი, არმენპრესი. 8 იანვარს სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი კავკასის საკითხებშიაშშ-ის მთავარი მრჩეველი, ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე ლუი ბონოს შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, უშიშროების საბჭოს ოფისში განაცხადეს, რომ მხარეებმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესი და ისაუბრეს ბოლო მოლაპარაკებებსა და მათ ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე.
არმენ გრიგორიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხური მხარის ვალდებულება რეგიონში გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარების შესახებ.