ერევანი, 27 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ერევანში ირანელ კოლეგას ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს შეხვდა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა.
მინისტრების პირისპირშეხვედრას გაფართოებული ფორმატის შეხვედრა მოჰყვა.
გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.