ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი - უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები უნდა გახდნენ

1 წუთი კითხვის

ერევანი, 25 დეკემბერი, არმენპრესი. უკრაინა და საქართველო უნდა გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. როგორც„არმენპრესი“იუწყება საქართველოს პირველ არხზე დაყრდნობით, ამის შესახებ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა ღია კარის პოლიტიკის, რომელიც ნატო-ს სადამფუძნებლო ვაშინგტონის შეთანხმებაშია გაწერილი. ნატო ერთგულია 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელშიც მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო და უკრაინა რაღაც მომენტში გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა წარიმართოს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ალიანსმა უნდა მიიღოს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მოხდეს. მაგრამ როგორც ვთქვი, პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან ძალიან კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ის რეფორმები, რომელთა იმპლემენტაციასაც ვითხოვდით და ამავე დროს ევროკავშირს აქვს საკუთარი მოთხოვნები. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, რათა ვიხილოთ საქართველოს მიერ ევროატლანტიკური გზის შესრულება“,- თქვა კოლომინამ.

ქართული فارسی Հայերեն Русский

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს