ერევანი, 1 მარტი, არმენპრესი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მისმა თურქ კოლეგამ ჰაქან ფიდანმა 1 მარტს ანტალიის დიპლომატიური კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და შავი ზღვის რეგიონში. „არმენპრესის“ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან საუბრისას განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითადი თემები, მათ შორის ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და შავი ზღვის რეგიონში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტრებმა ასევე განიხილეს რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.