აზერბაიჯანთან მშვიდობის განმტკიცება, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია - დამტკიცდა სომხეთის მთავრობის საქმიანობის 5-წლიანი ღონისძიებათა პროგრამა

5 წუთი კითხვის

დამტკიცდა სომხეთის მთავრობის 2026-2031 წლების საქმიანობის ღონისძიებათა პროგრამა.

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე საკითხი ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა წარადგინა.

ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგრამა განსაზღვრავს ეროვნული ასამბლეის მიერ დამტკიცებული მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის განხორციელების საგზაო რუკას და გამოკვეთს მისი მიზნების მისაღწევად დასახულ ძირითად ღონისძიებებს - შესაბამისი მაჩვენებლებით, ვადებით, პასუხისმგებელი უწყებებითა და საორიენტაციო ბიუჯეტით.

„დაგეგმილი რეფორმები „რეალური სომხეთის“ იდეოლოგიას ეფუძნება და მიზნად ისახავს არჩევნების გზით მოქალაქეების წინაშე აღებული პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებას. პროგრამით დასამტკიცებელი მრავალი ღონისძიება მთავრობის 2021-2026 წლების პროგრამით დაწყებული რეფორმების ლოგიკური გაგრძელება იქნება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ პროგრამა განსაზღვრავს 733 ღონისძიებას რეფორმების 6 ძირითადი მიმართულებით, რომლებიც მოიცავს: საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებას; ადამიანურ კაპიტალსა და კეთილდღეობას; ეკონომიკურ ტრანსფორმაციას; ქალაქთმშენებლობასა და ინფრასტრუქტურას; დემოკრატიას, მართლმსაჯულებასა და კორუფციასთან ბრძოლას; საჯარო მმართველობის ეფექტიანობასა და ციფრულ ტრანსფორმაციას.

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური ღონისძიებების განხორციელების შედეგად მთავრობა, კერძოდ, გეგმავს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის განმტკიცებას, პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინის“, მათ შორის TRIPP-ის რეალიზაციას, აგრეთვე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესასვლელი ვიზების ლიბერალიზაციას.

ადამიანური კაპიტალისა და კეთილდღეობის მიზნის ფარგლებში მთავრობამ განათლება გამოაცხადა „სტრატეგიათა სტრატეგიად“. საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სოციალური ღონისძიებების შედეგად მთავრობამ მიზნად დაისახა სიღარიბის 5 პროცენტული პუნქტით შემცირება. ამ მიმართულებით პრიორიტეტული პროექტები იქნება: 300 სკოლის, 30 კოლეჯის, 100 სკოლისგარეშე დაწესებულების, 100 საბავშვო ბაღის, 100 კომბინირებული სათამაშო მოედნის მშენებლობა, რეკონსტრუქცია, კაპიტალური შეკეთება, ინვენტარით სრული აღჭურვა და ექსპლუატაციაში გაშვება; „აკადემიური ქალაქის“ ტექნოლოგიური კლასტერისა და 3600 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებლების მშენებლობა; აგრეთვე ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემაში სომხეთის მთელი მოსახლეობის ჩართვა.

ეკონომიკური პოლიტიკის ღერძი იქნება მწარმოებლურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ისევე როგორც ვაჭრობის დივერსიფიკაცია. ამ ლოგიკის ფარგლებში მთავრობა უზრუნველყოფს საშუალო წლიურ 6-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, 125 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, სომხური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის მოცულობის სულ მცირე გაორმაგებას, სამრეწველო პროდუქციის გამოშვების მოცულობის 50 პროცენტით ზრდას, სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის ღირებულების მინიმუმ 50 პროცენტით მატებასა და მარცვლეულის წარმოების გაორმაგებას.

ინფრასტრუქტურის განვითარება სომხეთის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დარჩება. სამუშაოები წარიმართება 10 წყალსაცავის მშენებლობის დასაწყებად - მათი 2033 წლისთვის დასრულების მიზნით. აშენდება და რეკონსტრუქცია ჩაუტარდება 350 კილომეტრის სიგრძის არხებსა და მილსადენებს, სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნება 10 ათასი ჰექტარი ახალი მიწის ფართობი, უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგება ერევანში, გიუმრისა და ვანაძორში, აშენდება და შეკეთდება 2500 კილომეტრი საავტომობილო გზა და 40 ხიდი. ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით განხორციელდება რეგიონულ ენერგოსისტემებთან ინტეგრაცია, ასევე ექსპლუატაციაში შევა 1000 მეგავატი სიმძლავრის ფოტოელექტრული  და 800 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის დამგროვებელი ელექტროსადგურები.

მართლმსაჯულების სისტემისა და საჯარო მმართველობის რეფორმების ცენტრში ადამიანის უფლებების გარანტირებული დაცვა იქნება, მათ შორის ხარისხიანი სერვისების მიწოდების გზით. პრიორიტეტულ რეფორმებად განისაზღვრა უკანონო, მათ შორის კორუფციული გზით მოპოვებული აქტივების დაბრუნების პროცესის დახვეწა და უწყვეტობა, აგრეთვე ყველა ძირითადი სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისის გაციფრულება.

ქართული العربية English Español Հայերեն Русский

ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია 2029 წელს უფრო რეალისტურია - ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი აშშ-ში გასამართ G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს

აზერბაიჯანთან მშვიდობის განმტკიცება, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია - დამტკიცდა სომხეთის მთავრობის საქმიანობის 5-წლიანი ღონისძიებათა პროგრამა

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი - პირდაპირი

იზნად დავისახეთ, რომ 2029 წელს სავიზო ლიბერალიზაცია გვქონდეს - სომხეთის პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში მომდევნო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღარ იქნება

სომხეთის მთავრობის სხდომა - პირდაპირი

ალენ სიმონიანი დეკემბერში აზერბაიჯანს ეწვევა

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხში პროგრესი შესაძლოა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთნდობის განმტკიცების მნიშვნელოვან კომპონენტად იქცეს - ალენ სიმონიანი