ალენ სიმონიანი დეკემბერში აზერბაიჯანს ეწვევა

1 წუთი კითხვის

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ დეკემბერში აზერბაიჯანს ეწვევა.

„არმენპრესის“ ცნობით, სიმონიანმა აღნიშნა, რომ ეს საპასუხო ვიზიტი იქნება აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ჰიქმეთ ჰაჯიევის მიერ ივნისში სომხეთში განხორციელებულ ვიზიტზე.

„მოგეხსენებათ, რომ ამ თვის მიწურულს ინიციატივა „მშვიდობის ხიდის“ ფარგლებში სომხეთში აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩამოვლენ. მომდევნო თვეში იგეგმება ჩემი ვიზიტი აზერბაიჯანში, ოღონდ არა ბაქოში. ეს იქნება საპასუხო ვიზიტი ჰიქმეთ ჰაჯიევის სომხეთში ვიზიტზე. თანამშრომლობისა და ტექნიკურ საკითხებს განვიხილავთ. ყველა შესაძლო საკითხი შეიძლება იქნეს განხილული“, - განაცხადა ალენ სიმონიანმა.

შეგახსენებთ, რომ ჰიქმეთ ჰაჯიევი სომხეთში მიმდინარე წლის 14 ივნისს იმყოფებოდა. იმ დროს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა და ჰიქმეთ ჰაჯიევმა დილიჟანში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ქართული English Հայերեն Русский Türkçe 中文

იზნად დავისახეთ, რომ 2029 წელს სავიზო ლიბერალიზაცია გვქონდეს - სომხეთის პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში მომდევნო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღარ იქნება

სომხეთის მთავრობის სხდომა - პირდაპირი

ალენ სიმონიანი დეკემბერში აზერბაიჯანს ეწვევა

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხში პროგრესი შესაძლოა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთნდობის განმტკიცების მნიშვნელოვან კომპონენტად იქცეს - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი - პირდაპირი

ეროვნული ასამბლეის სხდომა - პირდაპირი

პრემიერ-მინისტრი სამხრეთში დელიმიტაციას TRIPP-ის განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს

ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო

სი ძინპინს, ტრამპსა და პუტინს შენჟენში ხანმოკლე გასაუბრება ჰქონდათ