არამ ვარდევანიანმა სომხეთში შვეიცარიის ელჩი მიიღო
1 წუთი კითხვის

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ არამ ვარდევანიანმა 7 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და უფლებამოსილი ელჩი ანდრეა ბარბარა ბაუმანი მიიღო.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სამმართველო ავრცელებს.
ელჩმა არამ ვარდევანიანს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევა მიულოცა.
ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა, ელჩს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სომხეთსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას.
მან ელჩს სომხეთის შიდაპოლიტიკური ვითარება წარუდგინა, ისაუბრა უსაფრთხოების პრობლემებსა და არსებულ გამოწვევებზე.
საპარლამენტო საქმიანობაზე შეხებისას არამ ვარდევანიანმა ხაზი გაუსვა ეროვნული ასამბლეის მეგობრობის ჯგუფების საქმიანობისა და საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.
მხარეებმა აზრთა გაცვლა-გამოცვლა გამართეს ორმხრივი ინტერესის შემცველ სხვა საკითხებზეც.