დეზინფორმაცია და საინფორმაციო-ჰიბრიდული ზეგავლენის ოპერაციების მორიგი გამოვლინება: ბაღდასარიანი მორიგი ყალბი პუბლიკაციის შესახებ

2 წუთი კითხვის

ვებგვერდმა VT Foreign Policy-მ და ავტორად წარმოდგენილმა ლუკას ლეიროზმა (Lucas Leiroz) გამოაქვეყნეს მორიგი ყალბი მასალა, სადაც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და არაერთი სახელმწიფო მაღალჩინოსნის მისამართით წარმოდგენილია მძიმე და აშკარად უსაფუძვლო ბრალდებები - ვითომდა ტრეფიკინგისა და ორგანოებით ვაჭრობის ორგანიზების შესახებ. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა დაწერა.

„აშკარაა, რომ პუბლიკაცია მანიპულირებს საზოგადოებისთვის უკიდურესად სენსიტიური და ემოციური თემებით - ადამიანის ჯანმრთელობის, ორგანოების ტრანსპლანტაციისა და სავარაუდო ტრეფიკინგის შესახებ - და ცდილობს შექმნას შოკისმომგვრელი და დისკრედიტაციული საინფორმაციო ფონი․ მსგავსი მეთოდოლოგია საინფორმაციო მანიპულაციის გავრცელებული ინსტრუმენტია, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი მგრძნობელობის მქონე თემები გამოიყენება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თანამდებობის პირების მიმართ უნდობლობის ჩამოსაყალიბებლად.

აღსანიშნავია ასევე მასალის გავრცელების დინამიკა. იგი ჯერ სოციალურ მედიაში, მათ შორის X პლატფორმაზე თავად ავტორის მიერ გავრცელდა, რის შემდეგაც სწრაფად აიტაცეს ბოტების ქსელებმა, რეპროდუცირდა რამდენიმე აზერბაიჯანულ მედიასაშუალებაში, ხოლო დღეს უკვე სომხეთის შიდაპოლიტიკურ საინფორმაციო სივრცეში ტირაჟირებულია გარკვეული პოლიტიკური წრეებისა და დაინტერესებული აქტორების მიერ. ეს თანმიმდევრობა დამახასიათებელია რეგიონულ საინფორმაციო გარემოში ხშირად არსებული დეზინფორმაციის გავრცელების მექანიზმებისთვის.

მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს, რომ მოცემულ პუბლიკაციაში წარმოდგენილ მტკიცებებს არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

ამ მომენტისთვის სომხეთის რესპუბლიკის არაერთმა მედიასაშუალებამ უკვე მიმართა პრესსამსახურს განმარტებისთვის. ამიტომ, საჭიროდ მიმაჩნია მკაფიოდ დაფიქსირდეს: აღნიშნული პუბლიკაცია არის დეზინფორმაცია და უნდა განიხილებოდეს, როგორც საინფორმაციო-ჰიბრიდული ზეგავლენის ოპერაციების მორიგი გამოვლინება“, - წერს ბაღდასარიანი.

ქართული العربية English فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

ერევანში COP17-ის დახურვა კონცერტით აღინიშნა

მოჭიდავე ვაზგენ თევანიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციონერმა კოლეგებმა დასკვნები გამოიტანეს - რუბინიანი

ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

ღონისძიება სახელწოდებით „ერთად მოქმედებით - ბავშვებისა და ბუნების დასაცავად“

მჰერ გრიგორიანმა და იოჰანეს ლუხნერმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს

დავით თადევოსიანმა და ხალილ შირღოლამიმ სომხეთსა და ირანს შორის ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს

რუბენ რუბინიანმა და ტონე კაიზერმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს გაუსვეს ხაზი

ფაშინიანმა და კაიზერმა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული კომუნიკაციების საკითხები განიხილეს

ფაშინიანმა განაცხადა, თუ რა შემთხვევაში დაასრულებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თავის საქმიანობას