თურქეთთან ვაგრძელებთ განხილვებს მიღწეული შეთანხმებების შესრულების მიმართულებით։ არმენ გრიგორიანი

1 წუთი კითხვის

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორინმა განაცხადა, რომ ერევანი და ანკარა აგრძელებენ განხილვებს უკვე მიღწეული შეთანხმებების რაც შეიძლება სწრაფად განხორციელების მიზნით, რომლებიც ეხება საზღვრის გახსნას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს შეეხო.

„ვადებთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ ველით, რომ თურქეთთან მიღწეული შეთანხმებები განხორციელდება. ვაგრძელებთ განხილვებს თურქულ მხარესთან, რათა ეს შეთანხმებები რაც შეიძლება მალე რეალობად იქცეს“, - განაცხადა არმენ გრიგორიანმა სომხეთ-თურქეთის საზღვრის შესაძლო გახსნის ვადებზე საუბრისას.

სომხეთ-თურქეთის საზღვარი 1993 წლიდან თურქეთის მიერ არის დახურული. 2022 წლიდან სომხეთმა და თურქეთმა დაიწყეს ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ საწყის ეტაპზე საზღვარი გაიხსნება მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის, თუმცა აღნიშნული შეთანხმება ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ქართული العربية English فارسی Français Հայերեն Русский 中文

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს