აშშ

ძალიან ახლოს ვართ მშვიდობასთან։ ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის დეტალები გაავრცელა

2 წუთი კითხვის

ძალიან ახლოს ვართ მშვიდობასთან։ ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის დეტალები გაავრცელა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 დეკემბერს ფლორიდის შტატში, პალმ-ბიჩში მდებარე თავის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. შეხვედრამდე ტრამპს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.  

როგორც „არმენპრესი“ იუწყება CNN-ზე დაყრდნობით, სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტის პროცესი რთულია და საჭიროებს მომავალში დამატებით შეხვედრებს.

ტრამპმა ზელენსკის მიმართ საქებარი სიტყვები წარმოთქვა და გამოთქვა რწმენა, რომ მშვიდობა ახლოსაა․ „დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობასთან ძალიან ახლოს ვართ. ვფიქრობ, მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე ვიმყოფებით. ეს ომი დასრულდება, სხვა შემთხვევაში ის ძალიან დიდხანს გაგრძელდება და მილიონობით ადამიანი დაიღუპება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით უახლოეს კვირებში ამერიკული, უკრაინული და ევროპული დელეგაციები შეხვდებიან ერთმანეთს․ ტრამპის განცხადებით, შეხვედრა დიდი ალბათობით ვაშინგტონში გაიმართება․

„არსებობს ერთი ან ორი რთული საკითხი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. დღეს დიდი პროგრესი მივაღწიეთ. ეს ერთდღიანი პროცესი არ არის, ეს ძალიან რთული საკითხია“, - განაცხადა მან.

ტრამპმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბარზე და განაცხადა, რომ პუტინი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის დამყარების საკითხში․ „მას სურს, რომ ეს მოხდეს, სურს ამის ხილვა. მან დამარწმუნა და მე მას ვენდობი“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ უახლოეს მომავალში კვლავ ესაუბრება პუტინს․

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა მშვიდობის დასამყარებლად․

 

წაიკითხეთ სტატია: فارسیՀայերենРусский
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT