ნიკოლ ფაშინიანმა ყატარის ეროვნული დღის აღსანიშნავად მისალოცი გზავნილი გააგზავნა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის, ეროვნული დღის აღსანიშნავად მისალოცი გზავნილი გაუგზავნა.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, გზავნილში ნათქვამია:
„თბილად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ყატარელ ხალხს ყატარის ეროვნული დღის აღსანიშნავად.
სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყატართან მეგობრულ და თანამშრომლობით ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაფართოების დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებული ახალი რეალობების კონტექსტში.
მოველი, რომ უახლოეს მომავალში მოგესალმებით სომხეთში, რაც, დარწმუნებული ვარ, ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობის დღის წესრიგს - რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთდაკავშირებულობის ინტერესებიდან გამომდინარე.
შემთხვევით სარგებლობით, გისურვებთ ჯანმრთელობასა და ყოველივე საუკეთესოს, ხოლო ყატარის ხალხს - მშვიდობა და კეთილდღეობა“.