ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი სტრატეგიულ პარტნიორობას სომხეთ–ლუქსემბურგის ურთიერთობებისთვის ძლიერ სიგნალად მიიჩნევს
2 წუთი კითხვის

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა ისაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის ლუქსემბურგში განხორციელებულ ვიზიტზე․
„სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის ვიზიტი ლუქსემბურგში. ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას, რაც წარმოადგენს ძლიერ სიგნალს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისადმი ჩვენი ერთგულების დასადასტურებლად“, – დაწერა ბეტელმა X-ის საკუთარ მიკრობლოგში, „არმენპრესის“ ინფორმაციით․
Visit of the Armenian Minister of Foreign Affairs @AraratMirzoyan to Luxembourg. Together, we signed a declaration on a strategic partnership, sending a strong signal of our commitment to strengthening bilateral relations. 🇱🇺🤝🇦🇲 pic.twitter.com/i9NVCVDGbG
— Xavier Bettel (@Xavier_Bettel) December 17, 2025
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 16 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლუქსემბურგში․ ვიზიტის ფარგლებში სომხეთმა და ლუქსემბურგმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ დეკლარაციას․ ვიზიტის დროს მირზოიანი შეხვდა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ქსავიე ბეტელს და დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ კლოდ ვიზლერს․