ალენ სიმონიანმა გამოთქვა მზადყოფნა შესაბამის მომენტში ეწვიოს აზერბაიჯანს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ იგი მზად არის შესაბამის დროს ეწვიოს აზერბაიჯანს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.
„მე ვგეგმავ, შესაბამის დროს ვესტუმრო აზერბაიჯანს და ასევე ვაპირებ, რომ აზერბაიჯანელი კოლეგა ნებისმიერ ფორმატში სომხეთში მოვიწვიო“, - განაცხადა სიმონიანმა.
კითხვაზე, მიუღია თუ არა ოდესმე ოფიციალური მოწვევა აზერბაიჯანში ვიზიტისათვის, მან უპასუხა:
„არა, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ თუ იქნება, აუცილებლად განვიხილავ“.